ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

“ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის არჩევნები დასრულებულია. არჩევნები ინოვაციურად, მაღალტექნოლოგიური მეთოდით – ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ენმ-ს მხარდამჭერების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო. პარტიის მართვის უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის მსგავსი, მაღალი დონის ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, პარტიის რეალურად გაძლიერების შანსს იძლევა. ამ ყოველივეს მიზანია, უმოკლეს დროში, ერთიანი ძალისხმევით, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფა”. წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია პარტიის სამომავლო გეგმების შესახებაც.

“პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს. შედეგად, ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონალური პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებებზე მუშაობას პარტიაში ახლადმოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან. რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის, სხვადასხვა სოციალური ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსების კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია”. – წერია განცხადებაში.

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...