ჩამოხსენით სააგიტაციო პლაკატები, ჯარიმა იქნება 1000 ლარი – კალაძე პარტიებს

თბილისის მერი კახა კალაძე პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

“საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და ყველაფერი მოვაწესრიგოთ. მნიშვნელოვანია, ეს მასალები არ დავტოვოთ გაკრული კედლებზე, ღობეებზე იმიტომ, რომ ვიზულურადაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის.

დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხევვაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, ყურადღებით იყოს. არავის აქვს სურვილი, ვინმე დავაჯარიმოთ, მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, როდესაც საბოლოო შედეგები იქნება გამოქვეყნებული, 15 დღის ვადაში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.

2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული – ვოლსკი ფარულ ჩანაწერებზე

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - ასე გამოეხმაურა, პარლამენტის პირველი...

ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა – აშშს საელჩო

"ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს...

ესპანეთში 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს

23 თებერვალს, ესპანეთში, 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ  ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის...

მთავარი არხი აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა

ტელეკომპანია, "მთავარი არხი" აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა. ჟურნალისტური...

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო “პატრიოტთა ალიანსის” გორის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი...

ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია – ბოკერია

"ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია"- ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ვოკერია,...

იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა...

სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია ლიმიტების მომატება – არასამთავრობოები

"სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია სიჩქარის ლიმიტების მომატება "- ასე ეხმაურებიან...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო