ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ფეისბუქზე წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მის საარჩევნო შტაბში აპარატურის დასაყენებლად შევიდა.
“ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ.
უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა.
უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის.
ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუს-ი“, – წერს ხატია დეკანოიძე.
ის ფოტო/ვიდეო მასალასაც აქვეყნებს, სადაც ნაფეხურები ჩანს.