მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს. იხურება მისი გადაცემა “პროფილი”.
პრომო ვიდეოში ასათიანი ამბობს, რომ ტელევიზიაში სიმართლეს ვეღარ ხედავს.
“დღეს მე აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ რომ აქ იმ სიმართლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია”,– ამბობს მაია ასათიანი.
https://www.facebook.com/432762766848676/videos/156466373013261
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2–მა რეორგანიზაცია გამოაცხადა, ის და PRIME TIME ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.