“ჩეჩნეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი უბრალოდ *** ხარ” – ნიკა გვარამიამ კადიროვს რუსულად ანეგდოტი მიუძღვნა

“ჩეჩნეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი უბრალოდ *** ხარ” – ნიკა გვარამიამ რამზან კადიროვს რუსულად ანეგდოტი მიუძღვნა.

“რამზან კადიროვმა პიჯაკის შეკერვა გადაწყვიტა.ყველაზე ძვირიანი ნაჭერი იყიდა დამკერავს მიადგა, მკერავმა კი ასეთი პასუხი გასცა:

– თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა – არა, პიჯაკს ვერ შეგიკერავთ.

კადიროვი სხვა მკერავებთანაც მივიდა. ყველა ერთი და იმავეს პასუხობდა. „თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, მასალა ცოტააო“.

ასემოიარა მან მთელი ჩეჩნეთი მაგრამ პიჯაკი ვერ შეკერა.

ბოლოს ერთმა მოხუცმა მკერავმა კადიროვს უთხრა: წადი თბილისში, იქ ნაცნობი მყავს, რომელიც პიჯაკს შეგიკერავს.

რა უნდა ექნა, წავიდა რამზანი თბილისში და მკერავთან შევიდა. მკერავმა მშვიდად აუღო ზომები,ნაჭერი დაიტოვა და უთხრა:

– ხვალ მოდი.

კადიროვი მეორე დღეს მივიდა. მკერავი შარვალს აწვდის…

– მოიზომავ?

გამოართვა რამზანმა, მოიზომა, ძალიან კარგი შარვალია, კარგად ადგას წელზეც, ფეხებზეც, ჩაჯდომისას არ იჭიმება, ბევრი ჯიბე აქვს, კმაყოფილია.

– მადლობა, ყველაფერი კარგია.

მკერავი: პიჯაკს მოიზომავ?

იზომავს პიჯაკს, კვლავ ყველაფერი იდეალურია, ჯიბეებიც აქვს, თავისუფალია. როცა კადიროვი ფულის გადახდას აპირებდა, მკერავი კვლავ ეკითხება:

– ჟილეტს მოიზომავ?

კადიროვი გაკვირვებულია. მოიზომა ჟილეტიც და ამჯერადაც ყველაფერი კარგადაა.

ბოლოს კადიროვი მკერავს ეკითხება:

-კი მაგრამ, მთელი ჩეჩნეთი მოვიარე და ყველა უარს ამბობდა, მეუბნებოდნენ „თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, ნაჭერი კი ცოტააო“, შენ კიდე პიჯაკთან ერთად, ჟილეტიც შემიკერეო.

მკერავი პასუხობს: შენ დიდი კაცი ხარ ჩეჩნეთში, აქ კი უბრალოდ *ლე ხარ… ქუდს მოიზომავ?…”- წერს ნიკა გვარამია სოცალურ ქსელში.

15 ივნისს ტელეკომპანია”მთავარის” გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს ინფორმაცია მოგივანებით სუსმაც დაადასტურა.

რამზან კადიროვმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეურაცხყოფისთვის,გიორგი გაბუნია „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.