ჩვენთან შიმშილით სიკვდილის ერთი მაგალითი მითხარით – კახაძე ტიკარაძეს

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ შიმშილით სიკვდილთან დაკავშირებით. კახაძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს ეკითხება, თუ დაფიქსირებულა შიმშილით სიკვდილის შემთხვევა საქართველოში.

“უნდა ვთქვა ახლა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ შიმშილთან დაკავშირებით. შიმშილით სიკვდილი – ექიმს ეს მიკვირს, რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება გააკეთონ. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ, იანტროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, მე მაინც მითხარით – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა კახექსიური არსებობს თუ არა ? და ერთი მაგალითი მითხარით”,– თქვა ლადო კახაძემ.

უმრავლესობის წევრები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.