“წარმოვიდგინოთ, შანსი რომ გვქონდეს, კანონი გვაძლევს არდაკავების საშუალებას, შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის, წარმოიდგინეთ, ქუჩაში გაშვებული სააკაშვილი…
რა თქმა უნდა, თავისი ქმედებით მხარს უჭერს ჩვენს საარჩევნო შანსებს. ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში ნაცმოძრაობის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს და ამომრჩევლის მობილიზაციაში გვეხმარება.
ქუჩაში რომ გავიდეს, ბევრად უკეთესიც იქნებოდა, ერთი რომ მობილიზაციას შეუწყობდა ხელს და მეორე, ბავშვებს აღარ ახსოვთ, რა კლოუნი იყო, რა ტიპაჟი იყო მიხეილ სააკაშვილი. ახალგაზრდები დაინახავენ, რა არის მიხეილ სააკაშვილი და გამძაფრდება აღქმა, რომ მიხეილ სააკაშვილს არათუ ძალაუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება, ასანთის მიბარება არ შეიძლება. რომ გვქონდეს ქუჩაში გატარების შანსი, იქნებოდა ყველაზე კარგი პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა არის კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, თუ ის გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას”
ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე რუსთავი 2-ის ეთერში.