ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, ევროპული საქართველოს სახელით პარლამენტში შესულიყო, თუმცა პარტიამ არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ბოკერიას თქმით, მათი პოლიტიკური გზები გაიყო და ნაკაიძეს პარტიის დატოვება მოუწევს.
“მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი. ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა, მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში გაიყო და ის არ წარმოადგენს ევროპულ საქართველოს ამ პარლამენტში. ეს მისი გადაწყვეტილებაა”,- აღნიშნა ბოკერიამ.