ვითარება სერიოზულია, როგორც გუშინ ვიხილეთ. ჩემი და ბევრი სხვა მთავრობა ყურადღებით აკვირდება და შეშფოთებულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს. ვფიქრობ, ეს არის, რაზეც ყველანი ფოკუსირებული ვართ, პირველ რიგში გავიგოთ რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა შესაბამის მზრუბველობას აწვდიდეს. ჩვენ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ.

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.