ჩვენი მებრძოლები შოკში არიან, რუსები ნაპრალებიდან ტარაკნებივით ამოდიან – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რეგიონში დიდი რაოდენობით ოკუპანტები იბრძვიან.

“ორკების რაოდენობაც იწურება, ისინი ისევე ტყვიაგამტარები არიან, როგორც ყველა. ერთადერთი ის არის, რომ ბევრნი არიან.

ჩვენი მებრძოლები უბრალოდ შოკირებული არიან იმით, რომ ისინი ტარაკნებვით ყველა ნაპრალიდან ამოდიან. მე ვფიქრობ, ყველა განვითარება ამ კვირაში განხორციელდება“, – ამბობს გაიდაი Unian-ის ცნობით.

მისივე შეფასებით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის გარეუბანში, ამიტომ “სიტუაცია ძალიან რთულია”. გაიდაის ცნობით, ქალაქს გრადებითა და არტილერიითაც ბომბავენ.

“რუსული ჯარები უკვე საკმარისად მიუახლოვდნენ ქალაქს, ამიტომ, მათ შეუძლიათ ნაღმტყორცნებიდანაც ისროლონ. ქალაქი ნადგურდება მუდმივად, საათების განმავლობაში. ქალაქში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გუშინ ბრძოლები უკვე ქალაქის გარეუბანში იყო”,– აცხადებს ადმინისტრაციის უფროსი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 10% უკრაინის კონტროლის ქვეშაა.