“რუსული კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონის მოწინააღმდეგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების მიმართ, ორგანიზებული, სისტემური, ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის შემცველი მუქარა ახალი ძალებით დაიწყო. გუშინ ძალადობის შემცველი მუქარები ჩვენი პარტიის დეპუტატების მიმართ განხორციელდა. მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან – ჩემთან დაკავშირებული მუქარით. ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან.

განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამ დრომდე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. ძალადობასა და ძალადობის შემცველ მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მის ქართულ ოცნებას ვაკისრებთ, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერისა და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელია. მუქარა არავის შეგვაშინებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია”.

აცხადებს, გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკური.