ისიც მიფიქრია ხანდახან, რომ მეორე მხრივ, ისინი, ამ საქციელით უზრუნველყოფენ იმას, რომ არც ჩემი შვილი და არც თქვენი შვილი არ დაუშვებს იმას, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, რომ ესენი სადმე, როდესმე მობრუნდნენ – აი, ამას აკეთებენ საკუთარი თავის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის დიდი ნეგატიური მხარე, მაგრამ დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები და მათ იციან, რა არის შავი და რა არის თეთრი – ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ, მაგრამ რეალურად ის თაობა, რომელიც მათ მოასწრეს, თაობის ნაწილი შეცვალეს დაგარეთ დგანან დღეს და ყვირიან და ნაცების მობრუნების მცდელობას უწყობენ ხელს, ამის ფონზე დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს, როგორც მას სურდა და თავის თავი ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი.