დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შიდა შუქნიშნის მიხედვით, საქართველო ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში გადავიდა.
“ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს უკვე 26. ანუ, ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში გადავედით. მეორე მაჩვენებლით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში, რაც საერთო ტესტი მილიონ მოსახლეზე 313-314 000-ია და ყოველდღიური 9-10 000-ის ფარგლებში”, – თქვა გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.