პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტიდან 6 მათგანი რეანიმაციაშია.
მისი თქმით, რეანიმაციაში არიან 62 წლის და 80 წლის ქალბატონები, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
,,ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტია, მათგან 52 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი კვლევის პასუხებს ველოდებით. ამ ეტაპზე რეანიმაციაში მკურნალობს 6 პაციენტი, აქედან 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათ შორის ერთი არის 62 წლის ქალბატონი, რომლის ანამნეზი მთელი ქყევნისთვის არის ცნობილი და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, ის მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან და მისი მდგომარეობაც სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს,“ – ამბობს რატიანი.
მისივე თქმით, გუშინ კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია.