“ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვაპირებთ, მას გავაცნოთ ის გეგმები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს მის კომპეტენციაში, მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამიტომ არის დაგეგმილი”,
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.