კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 23:23

ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ – “მთავარი არხი”

მთავარი არხის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რამდენიმე კაცი დაუპირისპირდა. დააზიანეს “მთავარი არხის” კუთვნილი ტექნიკაც.

ამ წუთებში ლადო მენაბდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.