ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 10:22

ჩვენს ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ – “ფორმულა”

ტელეკომპანია “ფორმულა”აცხადებს, რომ  მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.

როგორც ცნობილია, მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას.

ია სართანია აცხადებს, რომ კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდა.