ჩვენ თუ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის – დეკანოოიძე

ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის – ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ნიკა მელიამ ციხე დატოვა, პარტიას კი ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს და შევა თუ არა პარლამენტში.

”პირველი დღიდან ვიყავი ბოიკოტის მომხრე. მჯერა, რომ ბოიკოტმა თავისი დიდი შედეგი მოიტანა ნიკას გამბედაობასთან ერთად.

ნაწილი პარტიების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ სხვა რეალობა დადგა და ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

  • თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია;
  • საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს გულისხმობს ქართული ოცნებისთვის დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის;
  • თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას (სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება) პარლამენტიც უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის; თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება;
  • პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან;
  • ყველაზე მეტად ვისაც უნდა ენმ-ის გარეთ დატოვება – ქართული ოცნებაა: ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის;
  • კლეპტოკრატია, ოლიგარქია ყველანაირი მექანიზმით გებრძვის. შენც ყველგან უნდა დახვდე და პასუხი გასცე; საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გავიჭირდება სანქციებზე მუშაობა და პოლიტიკურ დევნაზე მათი მუდმივი ყურადღება;
  • ოპოზიციის დასუსტება, მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას. ენმ-ის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გაგვიჭირდება გამარჯვება.

ყველაზე ძვირფასის, ჩვენი ამომრჩევლის ჩართულობა ამ დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დისკუსია უნდა იყოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის და არა ერთმანეთის დამუნათებისთვის.

ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც დაამკვიდრა პროგრესი. გვაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა კვლავ პროგრესის გზით წავიყვანოთ და გადაწყვეტილებებიც გამბედავი უნდა მივიღოთ, როგორც 2003-2012 წლებში.”-წერს დეკანოიძე.

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ოსნაბრუკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი...

კახეთში 4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა 2 საათის წინ მიხდა....

პარლამენტი არის ორთქლმავალი – ლადო კახაძე

წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს. წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი...

არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

"არ ვაპირებ წასვლას"- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის...

22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ხვალ, 22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, "თელასი" ავრცელებს. გლდანის...

ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა აიღო. "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) - ასე...