„მე არ მგონია, რომ ერთ რომელიმე შეხვედრაზე წასვლა და იქ წარმოთქმული სიტყვა მმართველი პარტიის საიდანღაც გარიცხვის საფუძველი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაში ჩაფენილია ძველი ვაჟკაცობები „ქართული ოცნების“, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთ- უკრაინის ომი დაიწყო. ზოგადად ის ქმედებები, რაც ბოლო პერიოდში არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება გახდეს ამის საფუძველი. გუშინდელ განცხადებებს რაც შეეხება, როცა პოლიტიკური ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, იგონებ სადღეგრძელოებს, რომ მიიპყრო ადამიანების ყურადღება ვაი პატრიოტული მოტივებით, თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ლგბტ ხალხის დანახვაზე შიშისგან გული მისდის და მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას,“
ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.