ჩვენ გვაქვს იდეები, რომლებსაც მხარეებს შევთავაზებთ – დანიელსონი

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ მას აქვს გარკვეული წინადადებები, რომლებსაც მოლაპარაკებებზე მხარეებს შესთავაზებს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პარტიებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ მათ დასახმარებლად. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი”,– თქვა დანიელსონმა.

მისივე განცხადებით, კომპრომისი არის ევროპული გზა.

„ახლა საჭიროება არის გამბედაობისა და კომპრომისის. კომრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომრომისი დემოკრატიის ნიშანი და კომრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობა, ამიტომ წერია 6 პუნქტში ამ საკითხების სისტემური რეფორმირება.