ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის–ჯონ კირბი

საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცემის შემდეგ, თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საკითხს დეტალურად შეისწავლის და ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ჯონ კირბი აქვე ამბობს, რომ ვაშინგტონის სურვილია, რუსეთმა უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს.

„საკითხს შევისწავლით და ოფიციალური კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ. პრეზიდენტ ბაიდენი მკაფიოდ ამბობს, რომ [ამერიკის შეერთებული შტატების] სურვილია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებსაც ისინი უკრაინაში სჩადიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“ – თქვა კირბიმ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რათა შეგროვდეს მტკიცებულებები ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.

განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გაცემული ორდერი ეფუძნება “უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე მის შესაძლო პასუხისმგებლობას”. კერძოდ კი, უკრაინიდან “მოსახლეობის, [ბავშვების] უკანონო დეპორტაციაზე”. საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქებიდან ათასობით ბავშვის რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანაზე.

წყარო: ამერიკის ხმა

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...