“ვიცი, რომ მხარს უჭერთ უკრაინას. ჩვენ ვმეგობრობდით თქვენთან… მაგრამ ასევე მინდა, გესმოდეთ და მინდა იგრძნოთ ეს, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ და ვიყოთ გამარჯვებულები. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ სიცოცხლისთვის.

[…] შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როცა ურეკავთ თქვენს მეგობრებს, თქვენს მეგობარ ერს და ეკითხებით:„გთხოვთ, დახურეთ ცა, დახურეთ საჰაერო სივრცე, გთხოვთ, შეაჩეროთ დაბომბვა, კიდევ რამდენი რაკეტა უნდა ჩამოვარდეს ჩვენს ქალაქებში, სანამ ამას არ გააკეთებთ?” და ისინი… გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას სიტუაციის შესახებ. როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს, ისინი ამბობენ: „გთხოვთ, მოითმინეთ, მოითმინეთ კიდევ ცოტა ხანს.

საშინელეებაა, მაგრამ ის ასევე გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, ვინ არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები ბოლო 20 დღის განმავლობაში და ასევე, წინა რვა წლის განმავლობაში”

მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადელ დეპუტატებს CNN-ის ცნობით.