“ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთმა იფიქროს, რომ გაიმარჯვებს“– მაკრონი უკრაინისთვის მეტი იარაღის წარმოების მოწოდებით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიას გაზარდოს წარმოება, რადგან ევროპა ცდილობს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინის მხარდასაჭერად, იუწყება AFP.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს რუსეთის წინააღმდეგ ომში“, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ რუსეთს იფიქროს, რომ შეუძლია გაიმარჯვოს“ – თქვა მაკრონმა სამხედროებისადმი მიმართვაში.

მაკრონის თქმით, „რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს“. მისი თქმით, თავდაცვის კომპანიების მხრიდან მოსალოდნელია წარმოების სიჩქარისა და მოცულობის გაზრდა, ასევე ინოვაციების დანერგვა.

”ჩვენ აღარასოდეს არ უნდა ვიყოთ წარმოების ვადებით, რომლებიც რამდენიმე წელს გრძელდება„ – დასძინა მან.

ევროკავშირი დაჰპირდა კიევს მილიონი ჭურვის მიწოდებას 2024 წლის დასაწყისისთვის, მაგრამ ჯერჯერობით, ევროპარლამენტის მონაცემებით, მხოლოდ 300 ათასი ჭურვია მიწოდებული.

გასულ წელს საფრანგეთმა მიიღო 2024-2030 წლების სამხედრო ბიუჯეტი 413 მილიარდი ევროს მოცულობით, რაც ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდაა.