“სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები. დანარჩენი არის მგრძნობიარე საკითხი, შესაბამისი უწყებების მიერ დასარეგულირებელი და რაიმე პასუხი თუ იქნება გასაცემი, შესაბამისი უწყებები გაგცემენ, თუნდაც მოკითხვასთან დაკავშირებით. ჩემი პრეროგატივა არ არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს გაგცემენ შესაბამისი უწყებები…

ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ვითანამშრომლებთ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ კონკრეტული არხები იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება სამხედრო ტყვეების საკითხს, სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები.“,

ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსების ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.