ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებდი საქართველოს ევროპულ მომავალზე, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა. ქმედებები და კანონები, რომლებიც ბოლო დროს იქნა ინიცირებული და მიღებული, ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ევროინტეგრაციის ინტერესი არ აქვს. ისინი ამკაცრებენ და ცვლიან კანონებს, რათა საქართველო რუსი ოლიგარქების თავშესაფარი გახდეს. მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ქართველები, რომელთა დიდი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, დაინახავს იმასაც, ვის მიჰყავს ქვეყანა სხვა მიმართულებით და მე მათ სიძლიერეს ვუსურვებ მათ მომდევნო კვირებში. თუმცა, ჩვენ ვართ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები, ამ საკითხში ჩართულები.
ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერება შეგვიძლია. ჩვენ შევაყოვნეთ სანქციების დაწესება, რადგან არ გვინდა, რომ საქართველო მის ოკუპანტს ხელში ჩავუგდოთ. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ საქართველოს. რა თქმა უნდა, ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ პუტინი და არ ვართ კრემლი. ეს ქართველ ხალხისა და ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, ბრძოლას სათავეში ისინი უნდა ჩაუდგნენ, თუმცა, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამ ბრძოლაში და შეგვიძლია, რუსეთს საქმე გავურთულოთ. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ.