„ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის“– CIA უკრაინის ომით უკმაყოფილო რუსებში პოტენციურ აგენტებს ღიად ეძებს

უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის დიდი მარცხი და უხსნის დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებს  უკმაყოფილო რუსების გადაბირების შესაძლებლობებს,  ამბობს  CIA-ს ოპერაციების დირექტორის მოადგილე დევიდ მარლოუ.

Wall Street Journal-ის თანახმად, მარლოუმ თავისი პირველი საჯარო გამოჩენა გასულ წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ სწორედ პოტენციური  აგენტებისთვის შეთავაზების გასაკეთებლად გამოიყენა.

„პუტინი თავის საუკეთესო მდგომარეობაში იყო შეჭრის წინა დღეს, როდესაც მას ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა ეიძულებინა უკრაინა, გავლენა მოეხდინა ნატოზე და ეჩვენებინა, რომ რუსეთი ძლიერი ძალაა“, – თქვა მარლოუმ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გამოსვლისას. „მან ეს ყველაფერი გაფლანგა.  ჩვენ მთელ მსოფლიოში ვეძებთ რუსებს, რომლებსაც ეს  ისევე სძულთ, როგორც ჩვენ. იმიტომ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის“.

CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის მიერ 2021 წლის ივნისში დანიშნული მარლოუ თავისუფლად ფლობს არაბულს და არაერთხელ ხელმძღვანელობდა სააგენტოს ოფისებს საზღვარგარეთ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში და ასევე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში CIA-ს შტაბ-ბინაში ლენგლიში, წერს WSJ.

მისი გამონათქვამები ეხმიანებოდა CIA-ს ყოფილი უფროსი ოფიცრების ბოლო განცხადებებს, რომ ბევრი რუსის უკმაყოფილება უკრაინაში თებერვლის შეჭრის გამო არის ნაყოფიერი საფუძველი სამხედროებს, ბიზნესმენებსა და მოსკოვის ქმედებებით უკმაყოფილო ქვეყნიდან გაქცეულებს შორის აგენტების გადასაბირებლად.

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6–ს  ხელმძღვანელმაგასულ ზაფხულს განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპის მთავრობების მიერ ასობით შპიონაჟში ეჭვმიტანილი რუსი ჯაშუშის გაძევებამ სასტიკად შეზღუდა კრემლის სადაზვერვო ოპერაციები.

„დაახლოებით 400 რუსი დაზვერვის ოფიცერი, რომლებიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდნენ, გააძევეს“, – თქვა რიჩარდ მურმა უსაფრთხოების ფორუმზე ასპენში ივლისში. „ჩვენ გვჯერა, რომ დიდ ბრიტანეთში ამან შესაძლოა გაანახევრა მათი საქმიანობისა და რუსეთისთვის ჯაშუშობის უნარი.“

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...