ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს სასიკვდილო, შელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.