ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფოს ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსული, ძალადობრივი “კონსერვატიული მოძრაობის”, იგივე “ალტ-ინფოს” ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა.

“ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს წერილის ფოტოს აქვეყნებს,  რომლის თანახმადაც, უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც ქართული იდეის რეგისტრირებული მონაცემების კონონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება. ცესკომ ქართული იდეის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა მოკვლევის პერიოდში შეაჩერა.

ძალადობრივი “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ ოდეას,, აუქმებს, პარტიას რონელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.