ცინიკოსი რომ ვიყო, ვიტყოდი, მელიას დაკავებაზე უკეთესს ვერაფერს იზამენ-მეთქი – ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ენმ–ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დასავლეთისთვის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება გასულია გონიერების ჩარჩოებიდან.

“ცინიკოსი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ უკეთესს ვერაფერს იზამს ხელისუფლება, თუ არა მელიას დაკავებას–მეთქი. ფაქტობრივად, გამოვა ძალიან სერიოზული დახმარება. ზუსტად ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად გაიგებს ნიკა ამ სარკაზმს.

ხელისუფლება თუ ასეთ სისულელეს გააკეთებს, რომ დააპატიმრებს ადამიანს, რომელსაც ჯერ უსინდისოდ, აბსოლუტურად უსამართლოდ მოუხსნა დეპუტატის უფლებამოსილება, შემდეგ გააგრძელა დევნა, ახლა კიდევ ერთხელ უნდა მოუხსნას და წავა დაკავებაზე, იმ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პლუს, არის გლდანის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ოფისში მოლოტოვის კოქტეილი შეუგდეს და ეს დღემდე არ გამოუძიებია ხელისუფლებას, ეს დასავლეთისთვისაც ძალიან ნათელი ნიშანი იქნება იმისა, რომ ეს ხელისუფლება გასულია გონიერების ჩარჩოებიდან”,– ამბობს ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე შეფასებით, პროკურატურის განცხადება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ოპოზიციის დაშინებას ემსახურება.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება საერთაშორისო სკანდალი იქნება, მისი არდაპატიმრება კი  – ხელისუფლების უსუსურობა, ამიტომ ხელისუფლება ორივე ვარიანტში წაგებულია.

ცნობისთვის, 5 თებერვალს ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.

“რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია” – The Washington Post-ი საქართველოზე სტატიას...

"რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი...

მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა ჟურნალისტები “სატანის მიკროფონებად” მოიხსენია

ამის შესახებ, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) 25 თებერვალს, ქადაგებაზე განაცხადა. ის კრიტიკულ ტელეარხებს "სატანის მიკროფონს"...

შეწყდეს მედიის წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები – მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ერთობლივი მანიფესტი...

“პირველად ვამბობ ამ ფრაზას..” – ეკა ბესელია იხსენებს, რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა მას გადადგომის...

"პირველად ვამბობ ამ ფრაზას" - ეკა ბესელია იხსენებს, რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა მას გადადგომის...

მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს...

"მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს...

თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ,მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია – გამყრელიძე

თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია,...

“აღარც აქციებზე ვივლი, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ“… –ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქით იმ ხარხს მიმართავს, ვინც ამბობს, რომ საპროტესტო აქციებზე...

COVID 19 მოსწავლეთა 0.03%-ს და მასწავლებელთა 0.1%-ს გამოუვლინდა – განათლების სამინისტრო

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო