” მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ”- NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პანდემიას მეორე მსოფლიო ომს ადარებს და აცხადებს, რომ მაშინაც იყენებდნენ და ომში უმშვებდნენ სამედიცინო ფაკულტეტის მაღალკურსელებს.
“მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. მე ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი თავის დროზე, მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ ძირითადი უკვე გავლილი ჰქონდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, გამიგეთ, ამიტომ, როცა საჭიროა, უნდა მოხდეს სრული მობილიზება სამედიცინო პერსონალის”, – განაცხადა გამყრელიძემ.
“მე როცა მეხუთე კურსზე ვიყავი, მთელ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი. მითუმეტეს, ქოლცენტრით მართვა ადამიანის და რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება”, – აცხადებს გამყრელიძე.