ძალადობის წყაროა ის ჯგუფი, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული – გია ვოლსკი

რეალურად, საშინელება ისაა, რომ ისინი თავის მიზანს აღწევენ. ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი სწორედ ეს მიზანია, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დასახული აქვთ – რომ აგრესიას აუცილებლად მოჰყვება აგრესია. ეს კარგად იციან და მუდმივად, ყოველდღიურად, ინტენსიურად აწარმოებენ იმ პოლიტიკასა და სტრატეგიას, რომ როგორმე, საზოგადოებაში დაძაბულობა არ მოიხსნას. და თუ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის, მათთვის ეს მთავარი ამოცანა და მიღწევაა. რასაკვირველია, ძალადობა, ვისზეც და რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და ასალაგმია.

ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყაროა იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული.

ასე გამოეხმაურა ზუკა ბერძენიშვილის ცემის ფაქტს ქართული ოცნებისდეპუტატი, გია ვოლსკი.