ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას – ისევ პუტინს მიაწექი! – ეკა კვესიტაძე

”ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას – ისევ პუტინს მიაწექი! ” – ასე ეხმაურება, ტელეკომპანია მთავარის წამყვანი, ეკა კვესიტაძე ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი გაბუნიას კომენტარს.

“ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას – ისევ პუტინს მიაწექი!ვრცელ მკაფიო პასუხს ჩემთვის სრულიად მიუღებელ მის განცხადებებზე მოისმენთ ჩემი გადაცემის მონოლოგში. აი, ასე ვხნით ახალ სეზონს – დღეს 22:00 საათზე”.- წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 4 სექტემბერს, მთავარი არხის დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ეთერში  განაცხადა რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა ენმ-ის პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა, ხოლო  ჟურნალისტები სიახლეს ტაშით შეხვდნენ.