“ძალიან ცინიკური ვირუსია კორონა. ნათლად დაანახა მსოფლიოს საკუთარი არსებობის ფასი“–ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული კორონა ვირუსის გავრცელების პოლიტიკურ თავისებურებებზე წერს. მისი აზრით, ყველაზე ნაკლებად ვირუსი ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებში ვრცელდება:

“რატომ არის კორონა-პანდემია ყველაზე გავრცელებული ამერიკაში?
პასუხი მარტივია; იმიტომ რომ ამერიკა ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა პლანეტაზე.

რამდენადაც მკრეხელურად და გამაღიზიანებლად არ უნდა მოეჩვენოს მავანს, მხოლოდ ამ მოვლენის მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს მსოფლიოში პიროვნული და მოქალაქეობრივი თავისუფლების გრადაციის შკალა.

ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ვწერდი, რომ მიკროსამყაროსთან ომს ყველაზე უფრო ადვილად ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმები, ან შეზღუდული დემოკრატიის მქონე ქვეყნები გაუმკლავდებოდნენ. ამჟამად ფაქტი სახეზეა; თუმცა ცხადია ამ ჭრილით არავინ გააკეთებს პანდემიის შედეგების შეფასებას. ზუსტად იგივე ფენომენი მუშაობს, რომლის მიხედვითაც 2016-ში CNN-მა ეგზიტპოლების მეშვეობით ვერ შეძლო ტრამპის გამარჯვების წინასწარმეტყველება.

ვერც წელს შეძლებს.


ასე რომ, როდესაც პანდემიის მართვის წარმატებებზე ვსაუბრობთ, გაითვალისწინეთ ეს მოცემულობა; ცხადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტების დადგენა გსურთ.
გარკვეულ გამონაკლისს ვანიჭებ იმ სამოქალაქო საზოგადოებებს, რომლებშიც პრაქტიკულად ქვეცნობიერის დონეზეა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ბაზისური ელემენტები. მიხვდებით თავად, რომელ ქვეყნებს ვგულისხმობ.


ძალიან ცინიკური ვირუსია კორონა. ნათლად დაანახა მსოფლიოს საკუთარი არსებობის ფასი“– წერს ზურაბ გურული.

საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათის მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა...

ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ქვეყანა, არაფერი ააშენოთ, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო – ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აზრითმ, ეკოლოგისტებს რომ ქვეყანა დაუთმო, არაფერი აშენდება და ეკონომიკა...

ესაა ჟურნალისტების და მედიის დასჯის განაცხადი – გვარამია პროკურატურის განცხადებაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე...

მთავარია, ახლა გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი

ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი პროკურატურის მიერ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და ამბობს,...

კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის შესაძლოა უარყოფითი შედეგები დადგეს – საქართველოს მეგობრების წერილი

ყოფილი ელჩები, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს მაღალჩინოსნები და საქართველოს სხვა მეგობრები საქართველოშ შექმნილი კრიზისის...

მთავრობა ჩინური ვაქცინების, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემოტანას განიხილავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება ჩინური ვაქცინების შემოტანაც. გაბუნაის განმარტებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის...

გურჯაანში კაცმა ცოლზე იძალადა, რა დროსაც 8 თვის ჩვილმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

გურჯაანში ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს...

პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და გამოყენების ფაქტზე დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერაზე დაიწყო. "საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო