“ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…“–ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, რომელიც მასთან ერთად გერმანიის კლინიკაში იმყოფება ფეისბუქზე ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს. მისი თქმით, ცოტნეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:

“მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო – როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…
თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება…
ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და… დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა…
დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder – ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა  და, ჩვენც
სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე.
P.S. და ბოლოს, უუუდიდესი, ბედნიერების გრძნობით აღსავსე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, რომელნიც ყოველდღიურად გვწერენ, გვამხნევებენ, დახმარებას ცდილობენ. ბევრნი (მათ შორის ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ულხინთ), ანგარიშის გახსნასა და თანხის შეგროვებას დაჟინებით გვთავაზობენ, ცოტნეს გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანის უკეთილშობილურესი განზრახვით… და, მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მე და ცოტნეს ძმებს მოგვანიჭა ბედნიერება, კატეგორიული უარის თქმის ფუფუნება გვქონდეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშის გახსნაზე ცოტნეს სახელით, რომლის საჭიროება სინამდვილეში არასდროს ყოფილა…(#ქართუ ❤️)
არ ვიცი, რას და როგორ შევძლებდით ამ უთანასწორი ბრძოლაში მე და ცოტნე, რომ არა ოჯახი: #გიორგიგამსახურდიაKonstantine Gamsakhurdiaანი აბულაძე – უთქვენოდ ვერ ვიქნებოდით ასეთი მაგრები. გვიყვარხართ ჩვენ თქვენ ❤️“–წერს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას საკუთარ სახლთან გასული წლის დეკემბერში დაესხნენ თავს და თავის მძიმე დაზიანება მიაყენეს.

“მეკითხებოდნენ თქვენ რაზე ზიხართო“–Covid 19-ით ინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მოხვდა

Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების...

“ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“–ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო...

ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

"ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

მოვიდეს ის ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია – ლევან რატიანი ეპიდვითარებაზე

ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ...

ბაიდენმა ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე შეარჩია. ვინ არის ენტონი ბლინკენი

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის ფორმირების შემდეგ საგარეო პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს. საკვანძო...

პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე...

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების...

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ...

საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ – ტიკარაძე

"კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება", - ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო