“ძვირფასო სალომე” – სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონის წერილს ასაჯაროებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის წერილს ასაჯაროებს, რომელშიც ემანუელ მაკრონი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და სტრატეგიული დიალოგის დაფუძნებაზე საუბრობს.

„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

პარიზი, 2021 წლის 10 იანვარი

ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე,

მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში.

თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა.

თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას, თვისებებს რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის. მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.

სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს.

ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
ემანუელ მაკრონი​

მისი აღმატებულება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი“

ხელისუფლებამ დასავლეთის მიმართ თავისი პოლიტიკა შეცვალა – ხუხაშვილი

"ხელისუფლების მიმართ დასავლეთმა შეცვალა , ეს ერთია, მაგრამ ხელისუფლებამაც შეცვალა დასავლეთის მიმართ თავისი პოლიტიკა....

არავინაა ისე დარწმუნებული, რომ უკრაინა უნდა გახდეს EU-ს წევრი, როგორც პოლონეთი – ზელენსკი

"არავინ არის ისე დარწმუნებული, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია და უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,...

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე...

ზელენსკი ამზადებს კანონპროექტს უკრაინაში პოლონელების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაანონსა უმაღლეს რადაში კანონპროექტის შეტანა პოლონეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ...

აფეთქება ოკუპირებულ ენერგოდარში – დაჭრილია დე-ფაქტო მერი და მისი 2 მცველი

დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, სავარაუდოდ ადგილობრივმა პარტიზანებმა ააფეთქეს სახლის შესასვლელი, რომელშიც ოკუპანტების დე-ფაქტო...

არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება – ანდჟეი დუდა

დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინის რადას სიტყვით მიმართა და თქვა, რომ არ მოისვენებს,...

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე...

ისტორიაში პირველად უკრაინელებმა რუსული “Тюльпан” გაანადგურეს (ვიდეო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, არამხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომში, არამედ თანამედროვე ისტორიის განმავლობაში პირველად მათ გაანადგურეს...

“პაემანი ეთერში“-ვლადიმერ და ელენა ზელენსკების პირველი ერთობლივი ინტერვიუ ომის დაწყების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ცოლმა, ელენა ზელენსკაიამ გულახდილად ისაუბრა ომის დროს მათი ოჯახის ცხოვრებაზე ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივ ინტერვიუში, რომელიც ზელენსკის გაპრეზიდენტების 3 წლისთავს მიეძღვნა. ელენა ზელენსკაიამ...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...