“ძირს “ცრუ მეფე “, ძირს ოლიგარქი! ქვეყანას ანექსიას უმზადებენ!“–თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ბიძინ ავანიშვილის ხელისუფლება საქართველოს რუსეთის ანექსიისთვის ამზადებს:

“ალბათ ახლა , ვისაც არ სჯეროდა და თვლიდა და სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ გადამეტებული შიში მქონდა , რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისთვის მუშაობს და “იღწვის”, ახლა არავის შეეპარება ეჭვი ალბათ და ჩანს კარგად რატომაც ვღელავდი ეს ბოლო 7 წელი ასე ძალიან, ამ თემასთან დაკავშირებით და რომ 20 ივნისს გავრილოვი- ეს ერთგვარი დატესტვა იყო ჩვენი საზოგადოებისა , როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს რუსი კომუნისტის პარლამენტში პირველ სავარძელში ჩაჯდომის გამო-ეს გამოცდა ღირსეულმა მოსახლეობამ , ასევე ღირსეულად ჩააბარა!ახლა გეტყვით, რომ ჩვეულებრივი ანექსიისთვის ამზადებენ საქართველოს! ვფიქრობ რომ ამ საბედისწერო გამოცდას დიდი ღირსებით და თავდადებით ჩავაბარეთ!
ძირს “ცრუ მეფე “, ძირს ოლიგარქი!
ქვეყანას ანექსიას უმზადებენ!
ხსნა ჩვენშია, ცხადია დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მაგრამ უუუპირველესად ხსნა ჩვენს სიმტკიცეშია!“– წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ გაიმართა,ზურა აბაშიძე გრეგორი კარასინს შეჰპირდა,რომ 2019 წლის ივნისში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული აქციების შედეგებს აღმოფხვრიდა.

ის რაც ეწერა ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საერთოდ არ იყო ნახსენები ოფიციალური თბილისის პოზიციაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ პრაღის ფორმატში შეხვედრის შემდეგ ქართულ-რუსული მხარეების განცხადებები განსხვავებულია. პროტესტის გამო, რომელიც რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ვერსიას მოჰყვა,  ზურა აბაშიძე თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი უარყოფს ლავროვის უწყების ოფიციალურ ინფორმაციას და კარასინის ინტერპრეტაციად ნათლავს.

კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ კრემლმა საქართველოს კონკრეტული პირობები წაუყენა. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს ჩვენს ქვეყანასთან ფრენებს, თუ ქვეყანაში ანტირუსულ განწყობებს არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლება შეასუსტებს.

ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის “ოცნებას” კრემლის დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ და ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ შეხვედრების ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 2021 წლის იანვრისთვის  ჩაინიშნა.

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. "რუსთაველის თეატრი...

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი – ხვიჩია

პარტია "გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს რომ მან პარლამენტში უნდა შეიყვანოს ოპოზიცია რადგან...

მერია დამატებით 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია...

მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან – თალაკვაძე

"მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან "- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის...

გადაცდომის და კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის...

ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს პასუხისმგებლობას – მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზზე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის...

დღეს საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 081 პირი...

ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა....

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო