რაღაცას იბოდიალებენ [ენმ] და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ეს. რა ვიცი, რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არეულ-დარეულები არიან და დავალების შესრულებაც კი უჭირთ. ნაცმოძრაობა, რეალურად არ არსებობს. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. ნაცმოძრაობის ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს.
წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს და ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები. მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით და რეალურად, იმაზე ბრძოლა მიდის, ვინ გაანაწილებს შიგნით თანხებს, იმ თანხებს, რომლებიც თავის დროზე ბიუჯეტიდანაა მოპარული და ვის ექნება გავლენა პარტიის შიგნით.
რეალურად, ნაცმოძრაობა არ არსებობს, მათმა ტელევიზიებმა 2-3 თვის განმავლობაში ამათი სისულელეები, მავზოლეუმების გახსნები, შიდა დაპირისპირებები თუ არ დაპირისპირებები რომ არ გააშუქონ, პარტია, როგორც ასეთი არ არსებობს. ექსტრემისტული, რადიკალური, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფია.