Facebook აცხადებს, რომ საქართველოში არაავთენტური, კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა ალტ-ინფო. ასევე, სოციალურ ქსელში დაიბლოკა2 პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან დაკავშირებული გვერდები.
“წავშალეთ 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და ინსტაგრამის 19 ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ალტ-ინფოსთან. ისინი მოქმედებდნენ საქართველოში და სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მომხმარებლები იყვნენ. ალტ-ინფო ამჟამად Facebook-ზე დაბლოკილია. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ რეგიონში არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების გამოძიებისას. შეფასებისას გამოვიყენეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ანგარიშები”. – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე ფეისბუქი წერს, რომ
“წავშალეთ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და ინსტაგრამის 21 ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო 2 ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან – პატრიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან. ისინი საქმიანობდნენ საქართველოში და მათ სამიზნეს ადგილობრივი აუდიტორია წარმოადგენდა. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ ISFED-ის და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების განხილვის შედეგად”. – წერია სოციალური ქსელის განცხადებაში.