წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს.