“წარმოადგინონ ეკონომიკის გახსნის გეგმა” – ლელო მთავრობას 3 მოთხოვნას უყენებს

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით, დეკემბერში 300-ლარიანი დახმარება 200 000-მა უმუშევარმა მოითხოვა.

,,პრემიერ-მინისტრი შარშან გვპირდებოდა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი ქვეყნისთვის იყო ახალი შესაძლებლობა. არ ვიცი როგორ გამოიყენა ეს არსებულმა მთავრობამ, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ დეკემბერში დაფიქსირდა 200 000 უმუშევარი ადამიანი, რომელმაც მოითხოვა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და ათასობით ბიზნესი არის გაჩერებული. ბიზნესი ელოდება იმას, რომ 1 თებერვლიდან გაიხსნება ეკონომიკა და მათ მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა არანაირი გეგმა და კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით მთავრობას არ დაუსახელებელია, ბიზნესი არის ბუნდოვანებაში“, – თქვა მიქაუტაძემ.

ლელო მთავრობას 3 მოთხოვნას უყენებს.

  1. მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომ ბიზნესს ჰქონდეს ამ გეგმასთან ადაპტირების საშუალება. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიცოდეთ რა პირობებში მოუწევს ბიზნესს მუშაობა.
  2. ტურიზმის სექტორმა უნდა გვითხრას იქნება თუ არა ტურისტები, გაიხსნება თუ არა საზღვრები მათთვის, ვისაც ექნება კოვიდი გადატანილი, ან ვაქცინაცია ექნება გაკეთებული. ამის გამოცდილება სხვა ქვეყნებში უკვე არსებობს და ჩვენ ზამთრის სეზონს უკვე ვკარგავთ თუ რაღაც პირობით არ შემოვუშვებთ იმ ტურისტს, რომელიც არის დაბალი რისკის შემცველი.
  3. მთავრობამ ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ საზოგადოებას უნდა ჩააბაროს ანგარიში რატომ ჩაგვკეტეს, რა შედეგი მიიღეს და სად იყო სწორი ან არასწორი ეს ყველაფერი. ჩვენ ყოველი მოქმედების დროს არანაირ ანგარიშს არ ვისმენთ და არ ვიცით რისი მიღწევა უნდოდა მთავრობას. ეს უნდა დამთავრდეს, ანგარიშვალდებულება მთავრობის მხრიდან უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო