წარმოაჩინა სასამართლო სისტემის ნაკლოვანი მხარე – ჯანეზაშვილი ორკოდაშვილის ინტერვიუზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის ინტერვიუმ წარმოაჩინა სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლოვანი მხარე.

მისი თქმით, მოსამართლე, რომელიც საქმეს იხილავს, არ უნდა “გამოდიოდეს კომუნიკაციის საზოგადოებასთან”.

ჯანეზაშვილის აზრით, ორკოდაშვილს ინტერვიუს მიცემა მოუწია, რადგან მან განიცადა მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, სასამართლო სისტემაში კი არ მოიძებნა ავტორიტეტული ფიგურა, ვინც მას დაიცავდა.

“აქ არის რამდენიმე პრობლემა. პირველი ის, რომ არ მუშაობს სისტემა. არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ორგანო, რადგან კონსტიტუციის ის არის უწყება, რომელსაც უნდა გაეკეთებინა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინმეს გინახავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პრესკონფერენცია? ანგარიში, ან რაიმე თემაზე ანგარიშვალდებულების კუთხით, ინფორმაცია მიუწოდებია საზოგადოებისთვის? არა, იმიტომ რომ რაც დანიშნულია, ფორმალური საკითხებით შემოიფარგლება, რაც აზიანებს სისტემას”,– ამბობს ის TV პირველის ეთერში.

მისივე განმარტებით, საბჭოს ჰყავს ასევე სპიკერი მოსამართლე, რომელსაც ამ დროს მედიასთან კითხვებს უნდა პასუხობდეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოსამართლემ, ლია ორკოდაშვილმა TV პირველს ინტერვიუ მისცა და მრავალ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ექსპრეზიდენტზე. მისი თქმით, სახელისუფლებო მედიებმა ის ოპოზიციასთან აფილაციაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მოსამართლემ განაცხადა, რომ მძიმე სანახავი იყო სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები.

მანვე ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების მიერ ექსპრეზიდენტისთვის აღმკვეთი ღონისძიების მოხსნაზე და განმარტა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ის ციხეს მაშინვე დატოვებს.

შოტლანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალებისთვის უფასო ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა

შოტლანდიამ პირველმა მსოფლიოში ქალებისთვის უფასო მენსტრუალური ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა: ორშაბათს დიდი ბრიტანეთის...

რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება–მონიტორინგის ჯგუფი

რუსეთმა ბელორუსის აეროდრომ "Зябровка"–ზე  14 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400 და მათი 60 რაკეტა ჩაიტანა,...

ლატვიამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ...

ილვესი: საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების და მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზით

"რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს", აცხადებს "ამერიკის ხმასთან"...

თბილისის ქუჩების ნაწილს 16 აგვისტოს ელექტროენერგია მთელი დღით შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, დაბა ადიგენთან, სოფელ ზოტთან მიწისძვრა მოხდა. მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა...

“ჩვენი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“-პუტინი

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას – თქვა რუსეთის...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი–...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...