წარმოუდგენელია… საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?

ასე ეხმაურება, აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას, სადაც პრემიერმინისტრმა  პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა და თქვა,  რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.უკრაინაში შეჭრის საბაბად “NATO-ს გაფართოებას” ასახელებს კრემლიც.