წარმოუდგენელია, ხელისუფლებას რამე ჩარევა ჰქონდეს – ზავრადაშვილი სანაიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლება ამ ფაქტში ჩარეულიყო.

მისივე განცხადებით, ძალადობა მიუღებელია.

“ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ჰქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული”, – აცხადებს ზავრადაშვილი.

ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, დაზიანებები აქვს თავზე, ხელზე და ფეხები, ასევე, თავდამსხმელებმა დაარტყეს მის რძალსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.