წარუმატებელი გენერლის ალექსანდრ ლაპინის რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დანიშვნას, კრემლმა ახსნა ვერ უპოვა. TASS-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს.
- „თქვენ იცით, რომ არსებობს პრეზიდენტის ღია ბრძანებულებები, არის პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც „საიდუმლო“. იმ განკარგულებებს შორის, რომლებიც ქვეყნდება, ასეთი განკარგულება ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, ლაპინის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა, კრემლი ამის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
ცნობისთვის, დღეს რუსულმა გამოცემა РБК-მა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის მეთაურად დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარების დაჯგუფება “ცენტრს”.
- ვინ არის ლაპინი
59 წლის რუსი გენერალი ალექსანდრ ლაპინი ხელმძღვანელობდა რუსულ ძალებს სირიაში, ხოლო 2022 წლის ზაფხულში მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ქება დაიმსახურა ლისიჩანსკის აღების გამო. პრეზიდენტმა პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.
ლაპინი ასევე ხელმძღვანელობდა რუსულ ჯარებს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი ალყაში მოაქციეს. ქაოტური გაქცევის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბევრმა ქვედანაყოფმა განიცადა დიდი დანაკარგი.
2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, ალექსანდრ ლაპინი დაჯგუფება „ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამას წინ უძღოდა ჩეჩნეთის მეთაურის, კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, პრიგოჟინის მხრიდან გენერალ ლაპინის მწვავე კრიტიკა უკრაინაში არაერთი მარცხის, მათ შორის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევის გამო.