“წერილი გადმოცემულია გახარიას ხელით”- ასე გამოეხმაურა ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჯაფარიძის თქმით, პროკურატურისგან, არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოქმედება ბუნებრივი ამბავი გახდა.
“სიმართლე არის ერთი, ეს წერილი იყო გადმოცემული გახარიას გავლით. სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე და უთხრას საზოგადოებას, თუ რა შეხება აქვს ამ წერილთან და იყო თუ არა ის ამ წერილის გადმომცემი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების ნაცვლად ის დაკავებულია პრემიერის გათეთრებით. მაგრამ ეს მცდელობა არის უსუსური.