წვიმა, თოვლი, ნისლი – როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს და ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

„8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

დაბალმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.