წიგნში გაპარულ შეცდომაზე ბაქრაძესთან სერიოზულ განხილვებს ვგეგმავთ – კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბრის შემდეგ სამინისტროს “არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ” მიმართა იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

აღნიშნული შეცდომის შესახებ ინფორმაცია თავად მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ისინი ლაშა ბაქრაძესთან უახლოეს პერიოდში “სერიოზული განხილვებს” გეგმავენ.

“ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი – დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.

რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.

სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა”,– ნათქვამია წულუკიანის უწყების განცხადებაში.

ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს Facebook-ზე დაწერა, რომ ელენე ბაქრაძის წიგნში “უაღრესად სამწუხარო” შეცდომა გაეპარათ, რომლითაც “არაკეთილმოსურნეებმა გაიხარეს” და “ზიზღის ნთხევა დაიწყეს”.

“შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა, შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.

არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს – რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს” – წერს ლაშა ბაქრაძე.

მაკრონი ზელენსკის ესაუბრა და მეტ იარაღს დაჰპირდა

სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს...

რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაასახლეს – უკრაინის სახალხო დამცველი

"გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან განხილვის თემა იყო 1 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელის რუსეთში...

გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა – Amnesty International

"განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა" - ასე აფასებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია,...

რუსეთი ”აზოვის” ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის" ბატალიონი  "ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადოს და რუსეთის...

გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება – ხვალ, 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება....

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – “სირცხვილია”

მოძრაობა "სირცხვილიას'' დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ...

შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ არჩევანს – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება გვარამიაზე

''მთავარი არხის'' გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ და აღნიშნავენ,...

მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის, ხელისუფლება მკურნალობაში ხელს უშლის – პოლონელი დეპუტატი “ოცნებას”...

"მოგვცით ნებართვა სააკაშვილის პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის"- ასე მიმართავს, პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა "ქართულ ოცნებას....

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...