წილოსანის მამა ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით მოვიდა ჩემთან და საქმის ჩაწყობაზე მელაპარაკებოდა–ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ნიკა მელიას საქმეზე ამბობს, რომ ის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულია და ოცნების წევრები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მათ “მამიკოს“ მოეწონება. მთავარ არხზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და 20 ივნისის საქმეზე საუბრისას ექსპერმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში გაუგებარი ხალხია, მათ შორის დეპუტატი ნინო წილოსანი, რომლის მამაც მას 2012 წელს საქმეების ჩაწყობას თხოვდა:

“ფაქტობრივად ისინი მთელი თავისი ქმედებით ქრონოლოგიას რომ გადავხედოთ, ადასტურებენ რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. ეს ხომ პირველი საქმე არ არის. რამდენიმე საქმე აქვს ამ ხელისუფლებას.  ასეთი საქმეები წინა ხელისუფლებასაც ქონდა, ეს ველოსიპედი ამათ კიარ მოუგონიათ. საერთოდ  ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, როცა შეთქმულების თეორია ვითარდება, აღიძრება საქმე, ეკიდება ეს საქმე, ბოლომდე მიყვანა არავის არ უნდა და დღესაც არ უნდა ქართულ ოცნებას ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. მელიას დაჭერის შემდეგ მოუწევთ ამ საქმის ფორსირება და მათი მთავარი პრობლემა მელიას დაჭერა–არდაჭერა კი არ არის, ეს საქმე ბოლმდე ხო უნდა გაიყვანონ? ის 20 ივნისი ყველამ ვნახეთ და ვიცით. რა სახელმწიფო გადატრიალება, რის გადმოტრიალება? საქმე არის პოლიტიკური და პოლიტიკური ეს ოპოზიციამ კი არ გახადა, ხელისუფლებამ გახადა პოლიტიკურად ეს საქმე, თავიდანვე ასე დაიწყო. ამ საქმის ფიგურანტი მარტო მელია ხომ არ არის? ამ საქმის ფიგურანტებთან დკავშირებით ხელისუფლება ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც პოლიტიკური მიზანშეწონილობისთვის ჭირდებოდა, მაგრამ ახლა იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ საქმე უნდა დაასრულონ. შესაბამისად, სასამართლოც უნდა ჩაითრიონ ამ აბსურდში, სასამართლოს უნდა გამოატანინონ მერე აბსურდული ვერდიქტი და ეს ხდება იმ ფონზე, როცა თვითონვე თქვეს, რომ იყო ძალის გადამეტება. 18 წლის გოგოს ცხოვრება დაუნგრიეს. ძალის გადამეტება ხომ იყო, თვითონვე ხომ აღიარეს? ვინმე დასაჯეს ამაზე?

ასე რომ, ვითარება ხელისუფლებისთვის არის ძალიან წამგებიანი, მაგრამ მეორეს მხრივ სისუსტის დემონსტრირება არ უნდათ… იქ ხომ მამიკო უყურებს იქიდან? სისუსტის დემონსტრირებით მამასთან შერცხვებიან. ამიტომ ამ მაგარბიჭობანას თამაშში არიან. ისეთ აბსურდებს წერენ, ისე ბაქიბუქობენ, ეს გაუგებარი ხალხი კიდევ საიდანღაც მოიყვანეს,  ახლები… და ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლიაო… ვინ? წილოსანი იბრძოდა? წილოსანის მამა ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით მოვიდა ჩემთან და საქმის ჩაწყობაზე მელაპარაკებოდა. რას იბრძოდა, ვინ წილოსანი იბრძოდა? საქმის ჩაწყობაზე, თავის ბიზნესებზე მელაპარაკებოდა. და ის შვილიც ამისთვის ყავს იქ ხო? სხვა ამოცანას ხო არ ასრულებს? და გამოდის აქ და დიდი პოლიტიკოსივით მელაპარაკება.“– ამბობს ხუხაშვილი.

 

დღეს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში...

პრაქტიკულად გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს-მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან....

გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს...

საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია "- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული...

არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე – შსს ენმ-ს ოფისიდან სერვერების წაღებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული...

ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური...

კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე –...

„კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე“, – ამის...

ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის ოფისში" ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ისინი განიხილავენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო