წინააღმდეგი ვარ რეკლამირების, პოპულარიზაციის – ვოლსკი პრაიდის კვირეულზე

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმიანება ივლისში დაანონსებულ “პრაიდის კვირეულს” და ამბობს, რომ “რეკლამირების”, “პოპულარიზაციის” წინააღმდეგია, თუმცა კანონის და ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია.

“არასწორი მიდგომაა ეს, რადგან საზოგადოება არსებობს, საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგწონს, მე პირადად, წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

არა მარტო კანონის, უფლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ, ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ. დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერანაირად გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ვალდებულება, სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას კანონი, ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულების და განსხვავების მიუხედავად”, – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია “ერის”, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღე მისცა, რათა მათ გააუქმონ 5 ივლიის დაგეგმილი პრაიდის კვირეული.

ხვალ შეიძლება მე არ ვიყო, ხო?! ჩვენს პროგრამას სხვა მთავრობებიც გამოიყენებენ – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2 თვის განმავლობაში საუბრობდა ავარიულ შენობებზე, თუმცა...

მეორე მხარეს ცილისმწამებლები არიან, მე ვაგრძელებ პოზიტიურ კამპანიას – კალაძე

"ესენი არიან ცილისწამებლები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, და ეს ახლაც გრძელდება, ეს ადამიანები თავიანთი...

თბილისის მოგება არის გზა ცენტრალური ხელისუფლების ხელში აღებისკენ – ჯაფარიძე

"ერთმანეთის კონტროლი და ბალანსი არის ის, რაც აკლდა ყოველთვის ერთპარტიულ მმართველობას. ნეპოტიზმთან და კორუფციასთან...

ამაღამ სისხლიანი კოალიციის ბანერები დაიბეჭდება – ხუხაშვილი

"ამაღამ სისხლიანი კოალიციის ბანერები დაიბეჭდება..." ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნიკა მელიას მიერ კოალიციური გუნდის...

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს...

ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი – სააკაშვილი მელიას გუნდზე

"მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც...

გამგებლები, სამსახურების ხელმძღვანელები – ნიკა მელიას კოალიციური გუნდი

ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი დაასახელა, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მართვას დაიწყებს. მერის მოადგილეები იქნებიან:...

პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! – ნანუკა ჟორჟოლიანი

"პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ნიკა უპრეცედენტო მოდელი დადე! "- ასე ეხმაურება, ტელეწამყვანი...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...