წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რით მკურნალობენ Covid19–ით ინფიცირებულ ამერიკის პრეზიდენტს

თეთრი სახლის ექიმმა, შონ კონლიმ შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმების ჯგუფი  “უკიდურესად კმაყოფილია პროგრესით„ რომელსაც აშშ–ს პრეზიდენტის მკურნალობისას მიაღწიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტრამპს ნორმალური ტემპერატურა ჰქონდა. ხველა და სურდო შესუსტდა, თუმცა პრეზიდენტი დაღლილობას გრძნობს. კონლი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ სიფრთხილის ზომაა.

“დიდი ყურადღებით ვაკვირდებით გართულების ნებისმიერ ნიშანს, რომელიც კორონავირუსთან ან პრეზიდენტისთვის დანიშნულ მკურნალობასთან არის დაკავშირებული. ვაკვირდების მისი გულის, თირკმელების და  ღვიძლის მუშაობას. ყველაფერი რიგზეა“– განაცხადა ტრამპის მკურნალ ექიმთა ჯგუფის წევრმა შონ დულიმ და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ჟანგბადის აპარატთან არ შეუერთებიათ, რადგან მას სუნთქვის სირთულეები არ ჰქონია.

თუმცა ტრამპის მკურნალი ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, როდის გამოწერენ მას კლინიკიდან და როდის დაბრუნდება თეთრ სახლში.

ამასობაში სააგენტო როიტერმა თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეღამის განმავლობაში ტრამპის ზოგიერთმა სიმპტომმა ექიმების შეშფოთება გამოიწვია და შემდეგი 48 საათი გადამწყვეტი იქნება დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის კურსის განსაზღვრისთვის.

იგივე წყარო აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.  ამ წყაროს ბევრი ამერიკული მედია ეყრდნობა და მის გვარს არ ასახელებენ, თუმცა როგორც ამბობენ, ჟურნალისტებში მისი ინფორმაცია ნდობას იწვევს.

რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს თეთრ სახლში კლინიკაში გადაყვანამდე ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ.

გამოცემა New York Times ორ ოფიციალურ პირს ციტირებს, რომლებმაც თქვეს, რომ პარასკევს ტრამს სუნთქვა უჭირდა, სისხლში ჟანგბადის დონე დაეცა, რამაც ექიმები აიძულა ის ჟანგბადის აპარატზე შეეერთებინათ.

ამ ინფორმაციას არაეთრი საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს.

თეთრი სახლი ცდილობს განმარტოს ის გაურკვევლობა, რაც ტრამპის მკურნალი ექიმების განცხადებებს მოჰყვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ერთ–ერთ ექიმს უბრალოდ შეეშალა, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი უკე 72 საათია ავად არის. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ექიმი გულისხმობდა იმას, რომ პრეზიდენტი უკვე მესამე დღეა ავად არის, ანუ ხუთშაბათის საღამოდან.72 საათი კი მაშინ იქნებოდა, ტრამპისთვის კორონავირუსის დიაგნოზი ოთხშაბათს დილით რომ დაესვათ, მანამდე, სანამ ის მინესოტაში გაემგზავრებოდა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ასევე ნიუ ჯერსიში, სადაც კამპანიის სპონსორებს შეხვდა.

ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ტრამპმა დიაგნოზის დასმიდან მხოლოდ 36 საათის შემდეგ დაწერა ტვიტერზე, რომ კორნავირუსი აღმოაჩნდა.

თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ მეორე ექიმი გულისხმობდა მეორე დღეს, და არა 48 საათს იმ მომენტიდან, როცა ტრამპმა ექსპერიმენტული პრეპარატების კომპლექსის , Regeneron–ის მიღება დაიწყო.

აშშ–ს პრეზიდენტი მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში თეთრი სახლიდან ვერტმფრენით მალევე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მან თეთრი სახლის წინ მდელოზე გაიარა და ვერტმფრენში დამოუკიდებლად ავიდა. ეცვა საქმიანი პიჯაკი  და ნიღაბი ეკეთა. არაფერი უთქვამს ახლოს მდგომი ჟურანლისტებისთვის, თუმცა ცერა თითი აწია. ექიმები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიფრთხილის ზომაა. თეთრი სახლის წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და  პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას ჰოსპიტლიდან განაგრძობს.

კორონავირუსი დაუდგინდა ტრამპის ცოლს, მელანია ტრამპსაც.

რით მკურნალობენ ამერიკის პრეზიდენტს

ტრამპის ექიმი, შონ კონლი აცხადებს, რომ მას დამატებითი ჟანგბადი არ ჭირდება, თუმცა სპეციალისტებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მას რემდესივირით უმკურნალებენ.

კვლევების თანახმად რემდესივირი, რომელიც თავდაპირველად ებოლას მკურნალობისთვის შემუშავდა, ანგრევს ვირუსის გამრავლების უნარს და შეუძლია სიმპტომების ხანგრძლივობა შეამციროს.

პარასკევს კონლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე ანტისხეულებისგან დამზადებული კოქტეილის 8 გრამიანი დოზა მიიღო, რომელიც კომპანია Regeneron–მა შეიმუშავა.

ანტისხეულები კორონავირუსს “ეკვრიან“, მას იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდიან და  ორგანიზმის უჯრედებს იცავენ.

ასეთი მკურნალობა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება და ჯერჯერობით მარეგულირებელ ორგანოებს ის არ დაუმტკიცებიათ. მართალია ბევრს იმედი აქვს, რომ ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდება, თუმცა ექიმების ნაწილი გაოცებულია, რომ პრეზიდენტმა ეს მეთოდი აირჩია, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია.

თეთრი სახლის ექიმის თქმით ტრამპი ასევე იღებს ცინკს, ვიტამინ D–ს, ფამოტიდინს, მელატონინს და ასპირინს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ 74 წლის პრეზიდენტი რისკჯგუფშია, მიუხედავად ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა. მიზეზი მისი ასაკი და წონაა.

სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათი...

საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა – კონგრესმენი დევიდ პრაისი

„საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა “ - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის...

ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მას კვლევები არ სჭირდება, რადგან გრძნობს, რომ ქართული ოცნება...

ზუგდიდში პოლიციამ მიიღო დავალება – წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, ეს შეასრულეს – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს, პოლიციამ დავალება მიიღო, რომ...

გახარიამ და გომელაურმა წალენჯიხაში პოლიციის შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი...

თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. ვაკის რაიონი 10:00...

რომელი პირბადეა ეფექტიანი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის – ზახაშვილის რეკომენდაცია

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე სწორად. ზახაშვილი...

ამირან გამყრელიძე საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად იყოს...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო